სტატიები
,,პერსონალური წერილი" - რესურსცენტრის უფროსმა სამეურვეო საბჭოების სხდომების ოქმები არ გასცა

 

 

 

 

საქმე იმაშია, რომ 2014 წლის 29 ოტომბერსვე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით: ,,დირექტორის არჩევნები გორში - წინა დღით შეცვლილი სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელობა". სტატიაში საუბარი იყო გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლაში, არჩევნების დღეს, მოულოდნელად შეცვლილი სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელობის ფაქტის ირგვლივ. აღნიშნულ სტატიას იმავე დღეს გორის რესურსცენტრის უფროსმა ასეთი კომენტარი დაურთო:

 

ზურაბ ქარელი: ,,ჟურნალისტი ისეთი წვრილმანითაც კი ინტერესდებით, როგორიც ხურვალეთის სკოლის სამეურვეო საბჭოს ერთერთი წევრის განწყობაა."

 

29 ოქტომბერს კანცელარიაში დატოვებული განცხადების პასუხად კი, რესურცენტრმა, საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით,  წერილობითი დოკუმენტი მოამზადა, რის დასადასტურებლად იხილეთ 31 ოქტომბერს მიღებული წერილის პასუხი:

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები