სტატიები
,,სტალინს სემინარია ჰქონდა დამთავრებული და ბუმბერაზი კაცი იყო"

 

ამ ინიციატივას სხდომაზე სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა.

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ დებულებაში ჩაიწერა ისიც, რომ მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ დანიშნულ წარმომადგენლებს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი არ მოეთხოვებათ.

 

ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა ესეც გააპროტესტა. ,,თუკი გამგეობის და საკრებულოს აპარატში ჩვეულებრივ სპეციალისტს უმაღლესის დიპლომი მოეთხოვება, რატომ არ მოეთხოვებათ სოფლების წარმომადგენლებს, მაშინ როდესაც, მათ ჩვეულებრივ სპეცილისტზე მაღალი ხელფასი აქვთ?" - აცხადებს ზურაბ ქველიძე.

 

,,ეს თქვენი გადასაწყვეტი არ არის, ჯერ ერთი, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ გამგეობაში სპეციალისტს ძალიან ბევრ დოკუმენტთან და საბუთებთან აქვს ურთიერთობა. ხოლო ჩემს წარმომადგენლებს სოფლებში ასეთი ფუნქციები არა აქვთ. მათ მხოლოდ პრაქტიკული ფუნქცია ექნებათ; უნდა იყოს ავტორიტეტი; შეიძლება ეს დიპლომიანსაც ჰქონდეს. არავინ უზღუდავს.მოსახლეობასთან ხშირი ურთიერთობა და ინფორმაციის მიტანა ადგილებამდე - ამას ვაქცევ ყურადღებას" - განაცხადა მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა.

 

,,სტალინს სემინარია ჰქონდა დამთავრებული, მაგრამ ბუმბერაზი კაცი იყო" - განაცხადა საკრებულოს წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ სპარტაკ ეკალაძემ.

 

იხ. უფრო ვრცლად

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები