სტატიები
შემოდგომა გორის რაიონში -,,ზარმაცი" ფერმერები; ,,ნაყოფჭამიები",,გაფლანგული" ტრაქტორები

 

უფრო კონკრეტულად:

 

- მსხვილი ფერმერები პასიურობენ, არ ხნავენ მიწებს. ხოლო აქტიურობით, მხოლოდ, უცხოელები და ეპარქიის წარმომადგენლები გამოირჩევიან, რომლებიც მიწებს აქტიურად ამუშავებენ.

 

- კოოპერატიულ გაერთიანებების ჩამოყალიბების კუთხით ნაკლები აქტიურობაა; რატომ აქვთ მსხვილ ფერმერებს ერთმანეთთან შეუთავსებლობა.

 

- წვრილ გლეხური მეურნეობის საკითხები; უნდა დაანებონ თავი მსხვილ ფერმერებს, რომელთა უმრავლესობამ ქონება წლების წინ ,,მიიტაცა", ხოლო მათ ნაცვლად გლეხურ მეურნეობებს უნდა მიეხედოს.

 

-მომავალი წლის გაზაფხულზე მებაღეები ახალი საშიშროებას ხედავენ. კერძოდ, ნასეტყვარი ხეხილის ბაღები და ბაღებში ჩამპალი ხილი ნაყოფჭამიების და პარაზიტების გამრავლებას გამოიწვევს.

 

- ვის ხელშია სააკაშვილის მიერ სოფლებში დარიგებული ტრაქტორები; შექმნილი ამხანაგოგების ქონების მოძიება და ა.შ. 

 

2014 წლის შემოდგომის მონაცემებით გორის რაიონში ხორბალი დაითესა 1 330 ჰა, ქერი - 270, სხვა დანარჩენი კულტურები 135 ჰა. შედარებით მცირე მიწის ფართობები დამუშავდა ატენის, ქვახვრელის, ხიდისთავისა და სკრის საკრებულოებში. დღესდღეობით ატენში მიწა დამუშავებული არაა. ქვახვრელში, მხოლოდ, 40 ჰა-ია მოხნული, ხიდისთავში - 35 ჰა. ამ სოფლებში ფერმერებმა წლების მანძილზე ვერ მიიღეს სასურველი მოსავალი და უმოქმედოდ არიან. 

 

დაბალმოსავლიანობა გამოწვეულია მრავალი საკითხის შეუსრულებლობით, არ ხდება ნიადაგის გამოკვლევა და სათანადოდ განაყოფიერება, თესლბრუნვის დაცვა, მღრნელებისა და მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა გვავლიან პერიოდში მცენარის ტენით უზრუნველყოფა, ადგილი აქვს ეროზიულ პროცესებს და ა.შ. რის გამოც მოსავლიანობა მინიმალურია.

 

მიმდინარე წელს აქტიურად დაიწყეს მუშაობა საყავრის საკრებულოში, სადაც მიწის ფართობების ძირითადი მფლობელია საქართველოს საპატრიარქო და გია სვანიძე. საქართველოს საპატრიარქოს დათესილი აქვს 40 ჰა ხორბალი და გია სვანიძეს 38 ჰა. გასულ წელს საყავრეში მიიღეს კარტოფილის, ხახვის, ნივრის, წიწიბურას ნორმალური მოსავალი, იგეგმება მაქსიმალური დამუშავება.

 

სკრის საკრებულოში დამუშავებულია 40 ჰა მიწა. დავით კაკაშვილი ფიქრობს, რომ ფართობი მაქსიმალურად დამუშავდება, რასაც ხელს ჭალის არხის რეაბილიტაცია შეუწყობს. გარწყავდება დამატებით 300 ჰა - ზე მეტი ფართობი.

 

იხ. უფრო ვრლად:

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები