სტატიები
,,დილა" უმაყურებლო თამაშებს წარმატებით ასრულებს

 

შეხვედრას მალტის მსაჯთა ბრიგადა გაუძღვა. მთავარი მსაჯი მარკო ბორგი იყო, ასისტენტები: ინგმარ სპიტერი და ედვარდ სპიტერი იყვნენ.

 

როგორც ცნობილია, 2014 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის X ტურის მატჩი „ჩელე არენაზე“ ქობულეთის „შუქურასა“ და გორის „დილას“ შორის 50-ე წუთზე ჩაიშალა. ფეხბურთელებმა მსაჯს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.


სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, კლუბს ჩაეთვალა 0-3 წაგება და დაეკისრა 5 000 ლარი ჯარიმა, ასევე 3 საშინაო მატჩის ჩატარება გულშემატკივრების გარეშე; გუნდის მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი 4 მატჩიანი დისკვალიფიკაციითა და 1 000 ლარიანი ჯარიმით დასაჯეს, ლუკა რაზმაძეს 10 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 5 000 ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა დაეკისრა, ხოლო ალექსანდრე კვახაძე 6 თამაშითა და 1 400 ლარით დაჯარიმდა.

 

მომდევნო კალენდარულ მატჩს „დილა“ საშინაო არენაზე, უკვე საკუთარი გულშემატკივრის თანდასწრებით ჩაატარებს.

21 ნოემბრის მონაცემებით სატურნირო მდგომარეობა ასეთია:


დინამო(თბ.)
 
თამაში 12
მოგება 8
ფრე  2
წაგება 2
ქულა 26
 
 
დილა
 
თამაში 13
მოგება 7
ფრე 3
წაგება 3
ქულა 24
 
 
სამტრედია
 
თამაში 13
მოგება 6
ფრე 3
წაგება 4
ქულა 21


Print

სტატიის გამოყენების პირობები