სტატიები
საკრებულოს წევრთა ,,კუნძული"

 

გორის მერიამ ქალაქის საკრებულოს ბიუჯეტის პროექტი 2014 წლის 15 ნოემბერს წარუდგინა. კომისიებმა გაფართოებულ სხდომაზე შენიშვნები მოამზადეს. როგორც გაირკვა, კომისიების გაფართოებულ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ზურაბიშვილი არ იმყოფებოდა. 

 

,,როდესაც ვნახე თქვენს მიერ მომზადებული შენიშვნები, თითქმის, უმრავლესობა დაუსაბეთებელია." - განუცხადა ნინო ზურაბიშვილმა ,,ქართული პარტიის" წარმომადგენელს ილია მეტრეველს;  ,,თავისუფალი დემოკრატების" წევრებს - თამარ თედლიაშვილს და დავით წეწვაძეს; ,,ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" წარმომადგენელს ზურაბ როსებაშვილს და ,,ლეიბორისტ" ზაზა მეზვრიშვილს.

 

მაგალითად, ოპოზიცია მოითხოვს, რომ საგზაო მოძრაობის მოწესრიგებით მიზნით დაგეგმილი უსაფრთხოების კუნძულების გაკეთების ნაცვლად, ქალაქში მინისტადიონი გაკეთდეს.

 

,,ეს არის ზოგადი მოთხოვნა. აქ არ არის კონკრეტული დასაბუთება იმისა, თუ რატომ ვეუბნებით უარს მერიას უსაფრთხოების კუნძულების გაკეთებაზე." - თქვა ნინო ზურაბიშვილმა.

 

,,ყველა გორელები ვართ, ვიცით, რაც ხდება ქალაქში. გაიზარდა ავარიები თუ რა?" - თქვა ,,თავისუფალმა დემოკრატმა" თამარ თედლიაშვილმა.

 

,,რესპუბლიკელი" დავით რაზმაძე ამბობს, რომ ბიუჯეტში მცირე შენიშვნები აქვს. ,,იმიტომ არ მაქვს შენიშვნები, რომ ძალიან მწირე თანხები აქვთ. თითოეული საკითხი გაწურული აქვთ და დეტალურად აქვთ გაწერილი თანხები. მე მიმაჩნია, რომ უნდა გავზარდოთ შემოსავლები და ქალაქის გარეუბანში არსებული მიწების პრივატიზაცია მოხდეს შესაბამის ფასებში. ამით დაახლოებით 2 მლნ ლარის მობილიზება გახდება შესაძლებელი" - აცხადებს დავით რაზმაძე.

 

იხ. ვიდეო

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები