სტატიები
ქარელის გამგებელი საკრებულოს წევრის სახელობის საჭიდაო ტურნირს აფინანსებს

 

,,ტურნირი 2014 წლის 24 დეკემბერს გაიმართება. იმის გამო, რომ მიმდინარე წელს წარმომადგენლობითი ხარჯები აღარ გვქონდა, ვითხოვთ, საკრებულოსგან, რომ სპორტული პროგრამებიდან 1200 ლარი წარმომადგენლობით ხაჯში გადაგვიტანოს" - განაცხადა ვასილ ბაქრაძემ.

 

საკრებულოს წევრებმა აღნიშნულ ტურნირს მნიშვნელოვანი უწოდეს. როგორც გაირკვა, საქართველოს ჩემპიონატი ჭიდაობაში 3 დღეს გასტანს და დანარჩენი დღეები სხვა მოჭიდავეების სახელობის იქნება.

 

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა გულიაშვილის აღნიშნულ ინიციატივას მხარი საკრებულოს თითქმის ყველა წევრმა დაუჭირა, მათ შორის, თვით ჯემალ მჭედლიშვილმა.

 

,,ძალიან კარგი დროა, ღორის დაკვლების  პერიოდს ემთხვევა" - გაისმა რეპლიკები საკრებულოს სხდომაზე.

 

ჯემალ მჭედლიშვილის სახელობის ტურნირი შარშანაც შოთა ხაბარელის სახელობის დარბაზში ჩატარდა.

 

ჯემალ მჭედლიშვილი - დაიბადა 20.09. 1962, ზემო ხვედურეთი, ქარელი. სამბო, ძიუდო (82 და 86 კგ). მსოფლიოს ორგზის (1987, 89), ევროპის სამგზის (1987, 89, 91), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1987,89) და თასის მფლობელი (1986) სამბოში. სსრკ ხალხთა VIII სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1983) და სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი ძიუდოში (1986), საქართველოს ორგზის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1985, 86). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი.

 

24.11.2014

Print

სტატიის გამოყენების პირობები