სტატიები
ქალი და მამაკაცი ერთმანეთის ცემაშია ბრალდებული - ჩხუბი სახინკლეში

 

,,ისინი სახინკლეში ერთად ქეიფობდნენ. ამ გოგომ უთხრა, ჩემი ზომა არა ხარო და ამაზე მოუვიდათ ჩხუბი, მართლა გეუბნები" - ამბობს გორის პროკურორი ია მეფარიშვილი. ფაქტი 2014 წლის სექტემბერში მოხდა.

 

21 წლის ვაჟს ადვოკატი არ ჰყავს. ის ამბობს, რომ მისი დაკავება საცხოვრებელ სახლში მოხდა:

 

,,ინციდენტის შემდეგ სახლში ვიყავი. მოვიდა პოლიცია და მითხრა, წამოდი, რაღაც გვაქვს ჯარში გასარკვევიო. წამიყვანეს, მატარეს მანქანით დიდი ხანი. ერთ სახლთან გამაჩერეს. ერთ-ერთი პოლიციელი სახლში ავიდა, კაი ხანი ველოდეთ, მგონი ისადილა. მერე ჩამოვიდა და ნარკოლოგიურში შემამოწმეს და მარიხუანა ამომიგდეს" - აცხადებს ბრალდებული.

 

მარიხუანაზე შემოწმების შემდეგ პოლიციამ მას ბრალი, გოგოს ცემის გამოც, წაუყენა. გარდა იმისა, რომ ის ბრალდებულად სცნეს უკვე ორი მუხლით (გოგოს ცემა და მარიხუანას მოხმარება), გორის პროკურატურამ დაზარალებულადაც სცნო.

 

,,მე ის გოგო არ მიცემია, ამ ნაწილში თავს დამნაშავედ არ ვცნობ" - განაცხადა ბალდებულმა.

 

პროკურატურის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით, ორივე მათგანს, ქალსაც და ვაჟსაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებები დაუდგინდა. ამ შემთხვევაში ვაჟის ცემის ფაქტზე ბრალდებულად ის 30 წლამდე ასაკის მანდილოსანი სცნეს, რომლის ცემაც ამავე მამაკაცს ბრალდება.

 

ორივე ბრალდებულის მხარეები საპროცესო შეთანხმებაზე მუშაობენ.

 

24.11.2014

Print

სტატიის გამოყენების პირობები