სტატიები
,,როცა იქნება ჩაგთეთქვავ...იუტუბუზე აგტვირთავ"

 

2014 წლის 15 დეკემბერს ზაზა გულიაშვილმა მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტმა ბადრი მეხრიშვილმა, შეხვედრის დაწყებამდე, გვითხრა, რომ თათბირზე დასწრება აღარ შეიძლება. შეზღუდვების დაწესების შესახებ ინფორმაციის მიღება უშუალოდ ,,სამუშაო შეხვედრის" ავტორისგან ვცადეთ. თუმცა პრესსამსახურის სპეციალისტთან ერთად ინფორმაციის მიღებაში ხელი ჟურნალისტს აუდიტის სამსახურის უფროსმა ვახტანგ თურქაძემაც შეუშალა.

 

,,როცა იქნება, ჩაგთეთქვავ" - გვითხრა ვახტანგ თურქაძემ. თურქაძის შესახებ ინფორმაცია გამგებელმა მოგვითხრო. ის გამგებელთან, ზაზა გულიაშვილთან ერთად, ბავშვობიდან ,,გაიზარდა". გარდა ამისა, სპორტსმენია და აუდიტის სამსახურამდე საგადასახადოში მუშაობდა. საქმიანი შეხვედრის ჭიშკართან  შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.  თავდაპირველად ამბობდა, რომ ის რიგითი მოქალაქეა და მიღებაზე იყო ჩაწერილი. შემდეგ საკუთარ კაბინეტში მივაგენით და სამსახურებრივი სტატუსიც გახდა ცნობილი.

 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი სახალხო დამცველის აპარატს ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ფაქტზე შესაბამის მტკიცებულებებს წარუდგენს. ხოლო ყოველი საქმიანი შეხვედრის შეზღუდვების ფაქტებს მომავალშიც გააშუქებს.

ფოტოზე: ვახტანგ თურქაძე, აუდიტის სამსახურის უფროსი

 

იხ. ვიდეო

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები