ახალი ამბები
რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისათვის
ახალ კორონავირუსთან COVID_19 დაკავშირებულ რეკომენდაციებს, თვითიზოლაციაში მყოფი პირებისათვის, დაავადებათა კონტროლისა და ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი გასცემს. 

• დარჩით თქვენს საცხოვრებელში ან ბინაში.

• ნუ წახვალთ სამსახურში სკოლაში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

• არ გამოიყენოთ საზიარო საყოფაცხოვრებო სივრცეები, ან/და თქვენი გამოყენების შემდეგ საგულდაგულოდ უნდა გაიწმინდოს ისინი.

• განცალკევდით სხვებისგან, თქვენს საცხოვრებელში ან ბნაში.

• საკვები წამლები ან სხვა საშუალებები უნდა მოგეწოდოთ უსაფრთხოთ.

• არ მიიღოთ სტუმრები თქვენს საცხოვრებელ ბინაში.

• თავი შეიკავეთ თქვენს შინაურ ცხოველებთან კონტაქტისას.


როგორ უნდა შეაჩეროთ ინფექციის გავრცელება?


• ხველისას და ცემინებისას აიფარეთ პირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი.

• ცხვირსახოცი, გამოყენებისთანავე გადააგდეთ დახურულ ურნაში.

• დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით.

• გამოიყენეთ ცალკე თქვენთვის განკუთვნილი საყოფაცხოვრებო ნივთები_როგორიცაა პირსახოცი, კბილის ჯაგრისი, თეთრეული, ჭიქა, თეფში და ა.შ.

• გაიკეთეთ ნიღაბი სხვებთან კონტაქტისას.

• საკვების მომზადებამდე და მიღებამდე, ასევე ტუალეტის გამოყენების შემდეგ, დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით.

•იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე

• თუ თავს იგრძნობთ შეუძლოდ დაისვენეთ იქამდე სანამ არ გამოკეთდებით. 

• მიიღეთ იმდენი რაოდენობის სითხე სანამ არ მოშარდავთ რეგულარულად.

• მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან კონტაქტი იქონიეთ ტელეფონის გამოყენებით ან ონლაინ რეჟიმში.

• რესპირატორული სიმპტომების (ცხელება, ხველა, სუნთქვის გაძნელება) შემთხვევაში დაუკავშირდით 112.

შეგახსენებთ, რომ დაავადებათა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შიდა ქართლის მასშტაბით თვით იზოლაციაში იმოფება სულ 27 პირი. რაც შეეხება ქალაქ გორსა და გორის რაიონს სულ 17 პირი. მათი შემოწმება ხდება ყოველდღიურ რეჟიმში დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ.

იხ. ამავე თემაზე: შიდა ქართლში კორონავირუსის პრევენციის მიზნით თვითიზოლაციაში 27 მოქალაქე იმყოფება

Print

სტატიის გამოყენების პირობები