ახალი ამბები
ატელიე ,,სომამ" გორში პირბადეების დამზადება დაიწყო (VIDEO)


სამაჩაბლოდან დევნილი, გორელი დიზაინერი სოფო ტუაევი საკუთარ სამკერვალო ატელიე ,,სომა“-ში თანამშრომლებთან ერთად პირბადეებს ამზადებს.

მრავალჯერადი მოხმარების პირბადეების დამზადება სოფომ და მისმა თანამშრომლებმა, მას შემდეგ გადაწყვიტეს, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის ფაქტი დაფიქსირდა და სააფთიაქო ქსელებში სამედიცინო პირბედეების რაოდენობა ამოიწურა.

პირბადეები ნატურალური ბამბის ქსოვილისა და ბინტისგან კეთდება, რომლის გარეცხვის და გაუთოვების საშუალებაც შესაძლებელი იქნება.

ატელიე ,,სომა“-ს თანამშრომლებმა პირბადეების შეკერვა დღეს დაიწყეს.

მსურველებს მათი შეძენა ორაშაბათიდან შეეძლებათ და იმ ფასად შეიძენენ, რამდენის საშუალებაც ექნებათ. რაც შეეხება მომხმარებლებს, მათთვის უფასოა.

მის: გორი, მშვიდობის გამზ. 13; ტელ: 551 61 06 06


Print

სტატიის გამოყენების პირობები