COVID-19
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 170-მდე გაიზარდა
5 აპრილის დილის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 170-მდე გაიზარდა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 36 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ერთ ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობა 8-ით გაიზარდა, ხოლო ბოლო 24 საათის განმავლობაში 16-ით.

4 აპრილს დილით იყო 158, ხოლო საღამოს - 162. გუშინ გარდაიცვალა ერთი პაციენტი, 79-წლის ქალი.

კარანტინს 5067 მოქალაქე ექვემდებარება, ხოლო სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის 330 მოქალაქე იმყოფება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები