ახალი ამბები
გორში საკარანტინო პუნქტებზე შემოწმების პროცესი გამკაცრდა
დღეს დილიდან გორის საკარანტინო პუნქტებზე მოქალაქეებისა და მათი კუთვნილი ავტომანქანების შემოწმების პროცესი უფრო გამკაცრდა.

ქალაქში შემსვლელ და გამსვლელ მგზავრებს ამოწმებენ, მიუხედავად იმისა, ისნი მარტო მგზავრობენ თუ 2 თანხმლებ პირთან ერთად არიან.


პარალელურად, ავტომანქანებს დეზინფექციას (ძირითადად სახელურებზე) უტარებენ. თერმოსკრინინგსაც მასობრივი ხასიათი აქვს.



ბოლო 24 საათში გორის გამშვებ პუნქტებზე არსებული ვითარების შესახებ საკოორინაციო საბჭოს ხელმძღვანელს, გიორგი ხოჯევანიშვილს ჯერ ბრიფინგი არ ჩაუტარებია. სამხარეო გუბერნატორის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ბრიფინგი დღის განმავლობაში ჩატარდება.

გუშინ დილით გუბერნატორმა განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში და ასევე კომენდანტის საათის პერიოდში დარღვევების კუთხით კლება შეინიშნება. დღეღამის განმავლობაში 4 აპრილს სულ 22 დაღვევა დაფიქსირდა.



დღეს, 5 აპრილის დილის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 170-მდე გაიზარდა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 36 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ერთ ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობა 8-ით გაიზარდა, ხოლო ბოლო 24 საათის განმავლობაში 16-ით.

4 აპრილს დილით იყო 158, ხოლო საღამოს - 162. გუშინ გარდაიცვალა ერთი პაციენტი, 79-წლის ქალი. დღეს კი, 81-წლის ქალი.

კარანტინს 5067 მოქალაქე ექვემდებარება, ხოლო სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის 330 მოქალაქე იმყოფება.



იხ. გაგრძელება

გორელ მძღოლს სომხეთის საზღვარზე კორონავირუსი დაუდგინდა
Print

სტატიის გამოყენების პირობები