ახალი ამბები
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში ,,ქართული ოცნების" ინიციატივას შეუერთდნენ
გორის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს ,,ქართული ოცნების" წევრები და აპარატის თანამშრომლები სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას მერიის პრეს-სამსახური ავრცელებს.

საჯარო მოხელეებმა აღნიშნული შემოწირულობისთვის თანხა აპრილის თვის ხელფასებიდან გაიღეს და მათ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ ფონდში 26 257 ლარი გადარიცხეს.

#StopCoV ფონდში შეგროვილი თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებებისა და აუცილებლობებით გამოწვეულ ხარჯებს დაფარავს.

ფონდში შენატანების ჩარიცხვა www.stopcov.ge-ს პლატფორმიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ფონდისთვის შემოწირულობა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმაც გაიღეს.

ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 431-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში - 5888 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 571.

გამოჯანმრთელებული - 114, გარდაცვლილია სულ - 5 ადამიანი.

იხ. ამავე თემაზე: ხაშურის თვითმმართველობის წევრები ხელფასის ნაწილს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ
Print

სტატიის გამოყენების პირობები