ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსისგან 132 ადამიანი გამოჯანმრთელდა
24 აპრილის, საღამოს 18:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 132 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ვებგვერდზე განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 431
აქედან გამოჯანმრთელებული – 132
გარდაცვლილი – 5
კარანტინის რეჟიმში – 5888
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3
Print

სტატიის გამოყენების პირობები