COVID-19
გორში დაინფიცირებული მედდის გამო თვითიზოლაციაში 80 ადამიანი გადაიყვანეს
გორის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში თვითიზოლაციაში 80 ადამიანი იმყოფება.

დაინფიცირებული მედდის გარდა კორონავირუსი მისი ოჯახის სამ წევრს აღმოაჩნდა. ეპიდემიოლოგებმა ლუგარის ლაბორატორიაში დამატებით 23 ნიმუში გაგზავნეს.

ირ სოფელში არსებული მდგომარეობა დღეს საღამოს რეგიონალური შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ხოჯევანიშვილმა შეაჯამა. მისი თქმით, სოფლების დაკეტვის საჭიროება ჯერ არ დგას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები