ახალი ამბები
ფლავიდან და თერგვისიდან ლუგარის ლაბორატორიაში კიდევ 23 ნიმუში გაგზავნეს შესამოწმებლად
გორის მუნიციპალიტეტის სოფლების, ფლავიდან და თერგვისიდან ლუგარის ლაბორატორიაში შესამოწმებლად დამატებით 23 ნიმუში გაგზავნეს. ამის მიზეზი დღეს კორონავირუსის დაფიქსირების ფაქტი გახდა.

კერძოდ, ფლავში კიდევ ერთ, რიგით მეხუთე ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა. 18 პირი კი, თვითიზოლაციაში გადაიყვანეს.

შეგახსნებთ, 29 აპრილიდან გორის სოფლებში თერგვისსა და ფლავში ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. 29 აპრილს, გორის ჰოსპიტლის მედდას კორონავირუსი დაუდგინდა. მეორე დღეს ვირუსი მისი ოჯახის 3 წევს დაუდგინეს, 2 მაისს კი, COVID 19 კონტაქტის კოტაქტთან გამოვლინდა.

მედდა სოციალურ ქსელში წერს, რომ ფლავის შემთხვევასთან მას კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა როგორც შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა, ფლავის შემთხვევა მედდის კლასტერს უკავშირდება.

ჯამში სოფელ თერგვისში მცხოვრებ მედდასთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტში სულ 5 ადამიანია დაინფიცირებული. 4 თერგვისში, 1- ფლავში.

შიდა ქართლის გუბერნტორი აცხადებს, რომ ამ ორი სოფლის ჩაკეტვის საჭიროება ამ ეპატზე არ არსებობს.

stopcov.ge ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში სულ 582 დასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 207 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 8 ადამიანი.

მეზობელ სომხეთში, 2,273 დადასტურებული შემთხვევიდან 33 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო აზერბაიჯანში 1,854 დადასტურებული შემთხვევიდან 25 გარდაცვლილი.

პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და ამ დორისათვის, მსოფლიოში 3,402,159 ინფიცირებული და 239,622 ადამიანია გარდაცვლილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები