ახალი ამბები
რა შეზღუდვები იხსნება 5 მაისიდან
5 მაისიდან, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული ზოგიერთი შეზღუდვა იხსნება. კერძოდ, მუშაობას განაახლებს სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანია, სამშენებლო მასალების მწარმოებლების ჩათვლით. ნებადართული იქნება ავტოსარემონტო სამუშაოები.

გარდა ამისა, ბათუმში და ქუთაისში შესვლა-გამოსვლა იქნება შესაძლებელი.

„ეს მნიშვნელოვანია როგორც ლოგისტიკური ბიზნესისთვის, ისე გადაზიდვებისთვის და ეს ის ნაბიჯია, რომლის გადადგმის შესაძლებლობაც ჩვენ დღეს გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკის გახსნის 6-ეტაპიანი გეგმის ნაწილი შეგვიძლია, ცოტა უფრო ადრეულ ეტაპზე დავიწყოთ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ის შეღავათი, რომელსაც ახლა გავაკეთებთ მუშაობს და ეფექტური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თითოეული მოქალაქე პასუხისმგებლობით მოეკიდება მის ცხოვრებასა და საქმიანობასაც”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები