ახალი ამბები
ხაშურის ბაზარი 6 მაისს გაიხსნება
ხაშურის ბაზარი 6 მაისს გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შემოწმების შედეგად, აღმოჩნდა, რომ აგრარული ბაზარი უკვე ყველა იმ სტანდარტს აკმაყოფილებს, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა.

,,კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბაზრის ადმინისტრაცია ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებელთა ნაკადის დაცვა, რისთვისაც სავაჭრო ობიექტის შესასვლელი და გასასვლელი გაიმიჯნა შესაბამისი ნიშნების მითითებით. ასევე, სავაჭრო ობიექტის ტერიტორიის დეზინფექცია განხორციელდება ინტენსიურად. მოვაჭრეები კი საქმიანობას პირბადეებითა და ხელთათმანებით განახორციელებენ. დადგენილი წესების დაცვა მკაცრად გაკონტროლდება." - აღნიშნავს გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი.

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების ფარგლებში, 27 აპრილიდან საქართველოში ღია ტიპის აგრარულ ბაზრებს სამუშაოს განახლების უფლება მიეცათ. თუმცა, მათი ოპერირებისთვის სავალდებულოა ჯანდაცვის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები