6 მაისს, გიორგობას, გორიჯვრის ეკლესიისკენ ასასვლელი გზა
საავტომობილო ტრანსპორტისთვის გადაიკეტა. მდგომარეობას საპოლიციო
ძალები აკონტროლებს.
ქვეითები, მომლოცველები ეკლესიაში ასვლას ფეხით შეძლებენ.
,,თუმცა, ყველას მოუწევს ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის
პირობებში დაწესებული რეკომენდაციების დაცვა - ეს იქნება დისტანცია,
ადამიანების შეკრების შეზღუდვა თუ დახურულ სივრცეში პირბადის
გამოყენება", - განცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი
ხოჯევანიშვილმა.
6 მაისს გორიჯვრობა აღინიშნება.

XX
სტატიის გამოყენების პირობები