COVID-19
,,გორიჯვრის" გზა დაკეტილია
6 მაისს, გიორგობას, გორიჯვრის ეკლესიისკენ ასასვლელი გზა საავტომობილო ტრანსპორტისთვის გადაიკეტა. მდგომარეობას საპოლიციო ძალები აკონტროლებს. 

ქვეითები, მომლოცველები ეკლესიაში ასვლას ფეხით შეძლებენ.

,,თუმცა, ყველას მოუწევს ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული რეკომენდაციების დაცვა - ეს იქნება დისტანცია, ადამიანების შეკრების შეზღუდვა თუ დახურულ სივრცეში პირბადის გამოყენება", - განცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

6 მაისს გორიჯვრობა აღინიშნება.XX
Print

სტატიის გამოყენების პირობები