ახალი ამბები
გორის მერია სასურსათო დახმარების მესამე პარტიას არიგებს
გორის მუნიციპალიტეტში უსახსროდ მყოფ 1000-მდე ოჯახს პროდუქტებს ურიგებენ.

ეს უკვე მესამე ეტაპია. 50 ლარის ღირებულების სასურსათო პაკეტებში ბუღულეული, რძის ნაწარმი, ტკბილეული, კარტოფილი და ჰიგიენის საშუალებებია. დანიშნულების ადგილამდე მათ მერის წარმომადგენლები მიიტანენ.

მერიაში აცხადებენ, რომ მესამე ეტაპისთვის საჭირო პროდუქტი იმ 150 000 ლარის ფარგლებში შეიძინეს, რომელიც კორონავირუსის გამო, შემოსავლების გარეშე დარჩენილ ოჯახებს და უკიდურესად შეჭირვებულ მოსახლეობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

,,დღემდე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გორის მერიის დახმარება 3000-მა ოჯახმა მიიღო. გარდა ამისა, გორის მერიის მეშვეობით პერიოდულად გაიცემა ადგილობრივი ბიზნესმენებისა და წითელი ჯვრის შემოწირულობით მიღებული პროდუქტებიც. დახმარების მისაღებად უსახსროდ დარჩენილმა ოჯახებმა უნდა მიმართონ მერის წარმომადგენლებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში." - აღნიშნავენ მერიაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები