ახალი ამბები
გორის მეორე ბაზარს სველი წერტილები დაუწუნეს და გახსნის უფლება არ მისცეს
ორში, მეორე აგრარული ბაზარი (გეორგია 21-ე), შემოწმების დროს, დაიწუნეს, კერძოდ, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს სველი წერტილების მდგომარეობა არ მოეწონათ და 5 მაისს გახსნის უფლება არ მისცეს. ამის შესახებ ბაზრის დირექტორმა, ნუგზარ აწკარუნაშვილმა გვითხრა.

მისი თქმით, კომისიის მხრიდან ასეთ დასკვნას არ ელოდა, თუმცა უახლოეს დღეებში ამ რეკომენდაციებსაც გაითვალისწინებს:

"იყო მოსული კომისია და არ მოგვცა გახსნის უფლება, რადგან სველ წერტილებთან დაკავშრებით, პრობლემები დაგვრჩა მოსაგვარებელი. რაღაც შენიშვნები მოგვცეს, რაზეც ახლაც ვმუშაობთ. სველი წერტილები შესაღებია და ნათურაა გამოსაცვლელი. ახლა ისევ მოლოდინის რეჟიმში ვართ. იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში გავაგრძელებთ მუშაობას"- აღნიშნა ბაზრის დირექტორმა ნუგზარ აწკარუნაშვილმა.

კორომავირუსის გამო, გორისა და რეგიონის სხვა ბაზრები 4 აპრილიდან დაიკეტა. აგრარული ბაზრები, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, ეტაპობრივად იხსნება, მათ შორის, გაიხსნა ხაშურის ბაზარი.

ბაზრის ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, რათა დაცული ყოფილიყო ყველა ის მოთხოვნა, რაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები