ახალი ამბები
11 მაისიდან ყველა სახის წარმოება და მაღაზიების ნაწილი იხსნება – გიორგი გახარია
პრემიერ - მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 11 მაისიდან საქართველოში ყველა სახის წარმოება მუშაობას განაახლებს.

მისივე თქმით, ასევე იხსნება ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც შესასვლელი ქუჩიდან აქვს და რომელიც ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით არ ვაჭრობს.

როგორც გიორგი გახარიამ დღეს, 7 მაისს, გამართულ სხდომაზე განაცხადა სავაჭრო მოლები ჯერჯერობით არ იხსნება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები