COVID-19
9 მაისს გორის ,,ახალბაღი" გაიხსნება
ხვალ, 9 მაისს გორის დასვენების პარკი ოფიციალურად გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის კეთილმოწყობის სააგენტოს ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვის მოხსნამდე ,,ახალბაღის,, მთელ ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური სხნარით დამუშავდა პარკში არსებული სავარჯიშო სივრცე, სკამები, ნაგვის ურნები. სადეზინფექციო სამუშაოები ,,ახალბაღის,, ტერიტორიაზე პერიოდულად განხორციელდება.

პარკის ადმინისტრაცია მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.

,,ახალბაღი,, 26 მარტიდან დაკეტილი იყო, აღნიშნული გადაწყვეტილება პარკის ადმინისტრაციამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები