ახალი ამბები
შიდა ქართლიდან დამატებით 40 ადამიანის ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნეს
შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორიაში დღეს 40 ადამიანის ნიმუში შესამოწმებლად გაგზავნეს. ამის შესახებ რეგიონის საკოორდინაციო საბჭოს პრეს-სამსახური იტყობინება.

პრეს-სამსახურის ცნობით, ნიმუშები ცხელების ცენტრში გადაყვანილ ადამიანებს და სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლებს ეკუვნის. პასუხები ხვალ შუადღეს გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში, რეგიონიდან კორონავირუსზე 92 ადამიანის ნიმუში იყო გაგზავნილი. ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.

შიდა ქართლში კორონავირუსის 8 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 5 გორის მუნიციპალიტეტში, 2 - ხაშურის სოფელ ხიდისყურში, ხოლო 1 - კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები