ახალი ამბები
შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 15 ნიმუშის პასუხები უარყოფითია
ბოლო 24 საათში შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 15 ნიმუშის პასუხები უარყოფითია. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის საკოორდინაციო შტაბის პრეს-სამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, ამავე პერიოდში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 9-ით გაიზარდა და 635-ს შეადგენს.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 24 საათში 12-ით გაიზარდა და 309-ს შეგენს.

10 მაისის დილის სტატისტიკა:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 635
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 309
მათ შორის გარდაცვლილი - 10
კარანტინის რეჟიმში - 4717
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 452
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3
Print

სტატიის გამოყენების პირობები