COVID-19
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა
ბათუმში კლინიკა "მედალფაში" კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.  81 წლის მამაკაცი "ქობულეთის კლასტერიდან" იყო.

მას კორონავირუსი 9 აპრილს დაუდასტურდა და გულსისხლძარღვთა თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება ინფიცირებულებს, აქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო 24 საათის განმავლობაში 3-ით გაიზარდა და გამოჯანმრთელდა 8 ადამიანი.

დაავადებულთა მდგომარეობის შესახებ, ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა მარინა ეზუგბაიამ ისაუბრა.

"დღეის მდგომარეობით ახალი დადასტურებული 3 შემთხვევა გვაქვს და საერთო ჯამში გვყავს 638 ინფიცირებული. 8-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ამ ეტაპზე ჯამში 317-ი. ამ მონაცემებს თუ შევაჯერებთ სულ 311 პაციენტი მკურნალობს კოვიდცენტრებში. სამივე ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია და ისინი თეთრიწყაროდან, საკარანტინო სივრციდან არიან გადმოყვანილები. ჩვენს კლინიკაში 41 ადამიანი მკურნალობს. მძიმე პაციენტი, რომელიც გვყავდა შეიძლება ითქვას დასტაბილურდა. ერთს აქვს პნევმონია და ვნახოთ, დინამიკა რგორი იქნება. მონაცემებს თუ შევხედავთ კვირაზე მეტია მატება ერთ ნიშნა ციფრებს არ აღემატება, თუ ასე გაგრძელდა შეიძლება ითქვას, რომ მძიმე პერიოდი გადალახულია. იმედი მაქვს ასე განვითარდება სცენარი. მოსახლეობას ვთხოვ ისეთივე პასუხისმგებლობით მოეკიდოს ყველაფერის, როგორც აქამდე, რომ გაგრძელდეს ის შედეგი რაც დღეს გვაქვს," - განაცხადა ეზუგბაიამ.

ამჟამად კარანტინის რეჟიმში 4896 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობას 444 პირი გადის. უცხოეთიდან სამკურნალოდ, საქართველოს 3 მოქალაქეა გადმოყვანილი.





Print

სტატიის გამოყენების პირობები