ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში დამატებით 45 მოქალაქეს ლაბორატორიული კვლევა უტარდება
12 მაისის მდგომარეობით დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი კვლავ 23-ს შეადგენს. დამატებით, 45 მოქალაქის ნიმუშების პასუხებს ელოდებიან.

ამის შესახებ ცხინვალში, ოპერატიული შტაბის სხდომაზე, ,,რესპუბლიკის" მთავარმა სანიტარმა მარინა კოჩიევმა განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ საღამოს, რუსეთიდან კიდევ 18 სამხედრო კურსანტი დაბრუნდა. საკარანტინო სივრცეში კი, 300 ადამიანია მოთავსებული.

"სულ 388 გამოკვლევა ჩატარდა, მათ შორის, განმეორებით. შაბათს ჩვენთან რუსი კოლეგები ჩამოვიდნენ. ამჟამად ისინი სამხრეთ ოსეთის ლაბორატორიის ექიმების მეთოდოლოგიურ და საკონსულტაციო დახმარებას უზრუნველყოფენ. ჩამოიტანეს სატესტო სისტემები და სახარჯო მასალები, რადგან დეფიციტი გვქონდა. "- აღნიშნა ეპიდემიოლოგმა.

მარინა კოჩიევის განცხადებით, ცხინვალში ამჟამად კიდევ 500 ტესტი გააჩნიათ. 800 ცალს კი, ჩრდილოეთ ოსეთიდან ელოდებიან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები