ახალი ამბები
რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 242 271-ს მიაღწია
13 მარტის მდგომარეობით, რუსეთში, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 242 271-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსულენოვანი სააგენტობი ავრცელებენ.

მაგალითად, ბოლო დღე-ღამის მანძილზე, კორონავირუსის 10 028 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა 96 ადამიანი. რუსული სააგენტოების ცნობით, კორონავირუსით სულ 2 212 ადამიანია გარდაცვლილი.

ოფიციალური მონაცემებით, 48 003 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები