ახალი ამბები
10 ჰა-მდე მიწის ნაკვეთის მფლობელებს სარწყავი წყლის გადასახადი ჩამოაწერეს
სარწყავი წყლის გადასახადი 42 000 ფერმერს ჩამოაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქმე შპს "საქართველოს მელიორაციის" მიმართ არსებულ დავალიანებას ეხება, რომელიც 8 000 000 ლარს აღწევს. ეს დავალიანება 2012-2019 წლებში წარმოიქმნა.

შპს ,,სამელიორაციო სამსახურის" ტარიფების მიხედვით, 1 ჰა მიწის ნაკვეთის მორწყვაზე წელიწადში 75 ლარია გათვალისწინებული.

,,დახმარება განკუთვნილია ყველა ფერმერისთვის, ვინც სარგებლობს ირიგაციის და დრენაჟის მომსახურებით 10 ჰექტარამდე მიწის ფართობზე (აღმოსავლეთ საქართველოში - ირიგაციის საფასური 1 ჰექტარზე 75 ლარი, დასავლეთ საქართველოში - ირიგაციის საფასური 1 ჰექტარზე 45 ლარი, დრენაჟის - 40 ლარი)." - აღნიშნულია განცხადებაში.

10 ჰექტარზე მეტი სავარგულის შემთხვევაში, მფლობელი გადაიხდის მხოლოდ სხვაობის საფასურს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები