ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 25-ს მიაღწია
ბოლო 24 საათში დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი" ავრცელებს.

დე-ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის, ანა გაგლოევის განცხადებით, ორი დადებითი შემთხვევა, 24 ტესტის პასუხის შედეგად, მიიღეს.

ჯამში, 13 მაისის მონაცემებით, ცხინვალში კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 6 მაისს გამოვლინდა.

ამჟამინდელ 25 პაციენტიდან უმეტესობა რუსეთის თავდაცვის აკადემიის კურსანტები არიან, ასევე, მოქალაქეები, რომლებიც ჩრდილოეთ ოსეთიდან დაბრუნდნენ.

რაც შეეხება ერთ პაციენტს, ის რუსეთის სახმელეთო სასაზღვრო ძალების მოსამსახურეა
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები