ახალი ამბები
18 მაისიდან, საქართველოში სილამაზის სალონები გაიხსნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ორშაბათიდან, 18 მაისიდან, საქართველოში სილამაზის სალონები გაიხსნება.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება 18 მაისიდან, ორშაბათიდან, გაიხსნას სილამაზის სალონები და ესთეტიური სალონები, რაც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის.

ასევე, მოიხსნება შეზღუდვა სამ ადამიანზე შეკრების თვალსაზრისით, როგორც დახურულ სივრცეებში, ასევე ღია სივრცეებში. თუმცა ეს ან ნიშნავს, რომ მოიხსნება შეზღუდვა სამი ადამიანის გადაადგილებაზე ავტომობილით. ამ შეზღუდვას, მიუხედავად ყველაფრისა, აქვს ძალზედ დიდი ეპიდემიოლოგიური აზრი, რაშიც ჩვენ ექიმები გვარწმუნებენ და ჩვენ მათი გვჯერა, პროფესიონალების რეკომენდაციები ჩვენთვის მნიშვნელოვანია“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები