ახალი ამბები
იაპონია საქართველოს მედიკამენტ "ავიგანით" მოამარაგებს
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოტეგი ტოშიმიცუმ აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში იაპონია მოამარაგებს საქართველოს მედიკამენტ "ავიგანით". ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის საელჩო ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით, იაპონიამ გამოთქვა მზადყოფნა საქართველოს მხარში ამოუდგეს ისეთი სამედიცინო დანადგარებით, რომლებიც საქართველოს სამედიცინო-სადაზღვევო სისტემას გააუმჯობესებს.

როგორც ცნობილია, 2020 წლის მარტში, იაპონიაში დაიწყო პრეპარატ "ავიგანის" კლინიკური გამოცდა, რომელიც, ასევე, ცნობილია სახელწოდებებით: "ფავიპირავირი" და "ფავილავირი". ამ მედიკამენტის გამოცდა ხდებოდა, როგორც წარმატებული საშუალებისა ახალი ტიპის კორონავირუსისგან გამოწვეული პნევმონიის სამკურნალოდ.

მედიკამენტი 6 წლის წინ გრიპის სამკურნალოდ შეიქმნა. ცხოველებზე გამოცდისას კი გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა ნაყოფის განვითარების კუთხით. შედეგად, აიკრძალა ფეხმძიმეებისთვის და ისეთი მედიკამენტების ჩამონათვალში მოხვდა, რომლითაც მკურნალობა შესაძლებელია მთავრობის განსაკუთრებული მითითებით იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა წამლები არ მოქმედებენ. ამავდროულად, ჩინელმა ექიმებმა მისი ეფექტურობა გამოავლინეს პნევმონიის მკურნალობისას, რომელიც გამოვლენილია კორონავირუსული ინფექციით.

იაპონიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრბის სატელეფონო საუბარი 21 მაისს, 10:50 საათიდან დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი მოტეგი ტოშიმიცუ ტელეფონით ესაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა და გააცნო ამჟამინდელი მდგომარეობა ქვეყანაში და რა ზომებს მიმართავს საქართველოს მთავრობა მდგომარეობის დასარეგულირებლად. მინისტრებმა აღნიშნეს, რომ ორივე ქვეყანაში მოქმედებს შეზღუდვები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ მნიშვნელოვანია კორონა ვირუსთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლა, ცოდნის გაზიარება. მინისტრები შეთანხმდენ, რომ მომავალშიც გააგრძელებენ თანამშრომლობას, რათა თავიდან იქნას აცილებული კორანა ვირუსის გავრცელება.

გარდა ამისა, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოტეგი ტოშიმიცუმ აღნიშნა, რომ იაპონია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ურთიერთობას, რომელთანაც იზიარებს ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორიც არის ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე დაამატა, რომ იაპონია მომავალშიც მხარს დაუჭერს საქართველოს დამოუკიდებელ განვითარებას. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ კორონა ვირუსის დასრულების შემდეგ დროულად გაფორმდეს ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულება და აღდგეს ურთიერთობები ეკონომიკის, ბიზნესის და სხვა სფეროებში. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საერთაშორისო არენაზეც, ორი ქვეყანა მომავალშიც განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები