საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 10-ით გაიზარდა
22 მაისის 12:00 საათის მონაცემებით, გუშინდელიდილის მონაცემებთან
შედარებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი
შემთხვევა დაფიქსირდა და დადასტურებულმა შემთხვევებმა 723-ს
მიაღწია.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით,
ორივე ახალი დადასტურებული შემთხვევის წყარო ცნობილია. მისივე თქმით,
კოვიდცემტრებში ამჟამად 216 პაციენრი მკურნალობს.
ამჟამად stopcov.ge-ზეა განთავსებული მონაცემების მიხედვით, გუშინდელი
დილის მონაცემებთან შედარებით COVID-19-სგან კიდევ 10 პაციენტი
გამოჯანმრთელდა და განკურნებული პაციენტების რაოდენობამ შეადგინა
-495.
ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით საქართველოში 12 ადამიანი
გარდაიცვალა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 259 ადამიანი, ხოლო
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 323 .
სტატიის გამოყენების პირობები