ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის საზღვარი 30 ივნისამდე არ გაიხსნება
ერთი თვით გადაიწია ვადამ, რომლის შემდეგ რუსეთის საზღვარი როკის გვირაბის გავლით გაიხსნება.

ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სააგენტო ,,რესის" ცნობით, საზღვარი 2020 წლის 30 ივნისამდე იქნება ჩაკეტილი.

ბოლო 24 საათში, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონვირუსის ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა. დღეის მდგომარეობით, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში COVID-19-ის 34 დადასტურებული შემთხვევაა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები