COVID-19
გორში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა
ორთვიანი პაუზის შემდეგ მიკროავტობუსებით მგზავრობა განახლდა. გორის ავტოსადგურიდან სამგზავრო ტრანსპორტი სოფლებისკენ უკვე მოძრაობს.

კორონავირუსის პანდემიის გამო, მგზავრთა გადაყვანა მარტიდან იყო შეწყვეტილი, მიუხედავად იმისა, რომ ავტოსადგურის მფლობელები ავტობუსების დეზინფექციის სამუშაოების ჩატარების პირობას დებდნენ.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ტრანსპორტით მგზავრობისას გარკვეული წესები დაწესდა. 

1. არ შეიძლება მგზავრის გადაყვანა პირბადის გამოყენების გარეშე.

2. არ შეიძლება ტრანსპორტში იმაზე მეტი მგზავრის გადაყვანა, ვიდრე დასაჯდომი სკამების რაოდენობა.

წესების დარღვევის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაჯარიმდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები