COVID-19
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 11-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 19 პაციენტი
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში გამოვლინდა კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 19 ადამიანი. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

რაც შეეხება შემთხვევების 11 ახალი შემთხვევების წარმოშობას, 8 ინფიცირებული ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა, ხოლო 3 არის ბოლნისის რაიონი სოფელი მარეთიდან.

,,დღეს გვაქვს 11 ახალი დადასტურებული შემთხვევა, იყო 783 და ახლა გვაქვს 794. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც 19-ით გაიზარდა, იყო 605 და ახლა გვყვავს 624. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, მკურნალობის ქვეშ მყოფ პაციენტებტან შედარებით 78.5%-ით მეტია. ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 158 პაციენტი მკურნალობს. რაც შეეხება 11 ახალ დადასტურებულ შემთხვევებს 8 არის ცნობილი ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან, ხოლო 3 არის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლი მარეთიდან. ახალი წყარო, ანუ ახალი კლასტერი ჩვენ ქვეყანაში არ გვყვავს. რაც შეეხება საბურთალოს კლასტერს, მთლიანად იქნება შესწავლილი და არა მგონია, რომ მათი კონტაქტები გაიზარდოს, რადგან ყველას იზოლაცია მოხდა და კვლევა წარმოებს, აქედან გამომდინარე არა მგონია, რომ მოხდეს ამკლასტერის გავრცელება. ყველაზე მძიმე პრობლემა იყო ბოლნისის სოფელები გეტა და მუშევანი, აქაც უკვე, მემგონი ბოლოში გავდივართ. კიდევ ორი კვირა იქნება საჭირო და თუ ახალი შემთხვევები არ დაფიქსირდა, შეიძლება ითქვას, რომ გავიარეთ ეს ბეწვის ხიდი. არ მგონია ქვეყანაში მოხდეს გამკაცრება, თუმცა მუდმივად ვლაპარაკობთ, რომ არ არის საჭირო ეს რეგულაცია ქვეყანამ დააწესოს, ჩვენ უნდა ვისწავლოთ კოვიდთან ერთად ცხოვრება. არსად არ წაულა ეს ვირუსი, არის ჩვენთან ერთად, ამიტომ რაღაცნაირად მოვერგოთ სიტუაციას და თვითშეზღუდვები დავიწესოთ. ეს იქნება ყველაზე კარგი გამკაცრებული ღონისძიება თიოეული ჩვენთაგანისთვის. ჩვენ თავებს და ოჯახის წევრებს მოვუფრთხილდეთ,“-აღნიშნა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.

მთლიანობაში, საქართველოში დადასტურდა 794 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 624 ადამიანი, გარდაიცვალა 12.


Print

სტატიის გამოყენების პირობები