ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით
ინფიცირებულთა რაოდენობა 4-ით გაიზარდა და დადასტურებული შემთხვევების
რიცხვი 800-ს შეადგენს.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და ამ ეტაპზე სულ
ქვეყანაში 640 ადამიანმა დაამარცხა კოვიდინფექცია.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 4 ახალი
დადასტურებული შემთხვევიდან 1 არის ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან, ხოლო
3 არის ინპორტირებული, ანუ შემოტანილი, რომლებიც სატვირთო მანქანის
მძღოლებიარიან და არ არიან საქართველოს მოქალაქეები:
,,დღევანდელი მონაცემებით, მხოლოდ 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა
გვაქვს და სულ დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 800-მდე
გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 6-ით, იყო 634 და
ახლა გვყვავს 640. გამოჯაბმრთელებულთა რაოდენობა 80%-ით მეტია
დადასტურებული შემთხვევებთან შედარებით, რომლებიც ახლა მკურნალობენ.
ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში მკურნალობს 147 დადასტურებული პაციენტი. 4
ახალი შემთხვევიდან, 1 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი ე.წ.
საბურთალოს კლასტერიდან, ხოლო დანარჩენი 3 არიან სატვირთო
ავტომობილების მძღოლები, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები
და არის შემოტანილი შემთხვევა, ანუ იმპორტირებული,"- განაცხადა
ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.
ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში რჩება 2 424 ადამიანი, ხოლო
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 304 - პირი.
საქართველოში კორონავირუსით 13 ადამიანია გარდაცვლილი, მათ შორის ერთი
მამაკაცი გუშინ, პაციენტი მკურნალობას თბილისის რესპუბლიკურ
საავადმყოფოში გადიოდა.
სტატიის გამოყენების პირობები