ახალი ამბები
რუსეთიდან ცხინვალში კიდევ 40 სამხედრო კურსანტი დაბრუნდა
300-ს მიაღწია იმ სამხედრო კურსანტთა რაოდენობა, რომლებიც რუსეთიდან დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში დაბრუნდნენ. ბოლო, 40-კაციანი ჯგუფი ცხინვალში, გუშინ, 28 ივნისს ჩავიდა.

ყველა მათგანი კარანტინში გადაიყვანეს. რუსეთში ეპიდაფეთქების გამო, კურსანტებმა დაბრუნება 24 აპრილიდან დაიწყეს.

ამჟამად, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ბოქსირებულ საავადმყოფოში კორონავირუსით 9 ადამიანი მკურნალობს. სააგენტო ,,რესის" ცნობით, მათ შორის, 8 სამხედრო კურსანტი და ერთი მედდაა.

ჯამში დე-ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსის 85 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 76 გამოჯანმრთელებულია.

101 ადამიანი იმყოფება კარანტინში. ინფექციის პირველი სამი შემთხვევა თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 5 მაისს, რუსეთის სამხედრო სასწავლებლის კადეტებს დაუდასტურდა.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები