ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის ახალი 3 შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსის ახალი 3 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირების 3 ახალი შემთხვევიდან 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 1 კი უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი.

,, მხოლოდ 3 ახალი შემთხვევა დაგვემატა, გამოჯანმრთელებული მხოლოდ ერთია. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 121 პაციენტი მკურნალობს. 3 ახალი შემთხვევიდან 2 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, შემოტანილი შემთხვევებია და 1 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. ჩვენს ცენტრში 2 ახალი პაციენტი მოთავსდა, გაეწერა 1 პაციენტი და დაგვრჩა 22 კოვიდინფიცირებული. ამ ორივე ახალი პაციენტის მდგომაროება სტაბილურია, დაავადება არ პროგრესირებს, მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის, ასევე სხვა პაციენტების ზოგადი მდგომარეობაც უცვლელია, არსად არ შეინიშნება პროგრესირება", - განაცხადა ეზუგბაიამ.

ჯამში, ინფიცირებულთა რიცხვი 931-ია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი - 795.

კარანტინის რეჟიმშია 2809 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 229 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები