ახალი ამბები
კორონავირუსის ახალი 8 შემთხვევიდან 6 სატვირთო მანქანის მძღოლია
კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან 7 შემოტანილი, 1 კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

"დაგვემატა 8 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 23-ით გაიზარდა. 8 ახალი შემთხვევიდან 1 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, დანარჩენი 7 არის შემოტანილი შემთხვევა. ამ 7-დან 6 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი და 1 არის ჩვეულებრივი მოქალაქე.", - განაცხადა ეზუგბაიამ.

სულ საქართველოში კორონავირუსის 939 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 817 გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 გარდაიცვალა.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3080 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 242.
Print

სტატიის გამოყენების პირობები