საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 7 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა
ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის
1213 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ შვიდი პაციენტი
– განკურნებულთა რაოდენობა სულ 994-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6680 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში
მეთვალყურეობის ქვეშ – 333.
სტატიის გამოყენების პირობები