14 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა
გამოვლინდა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1306 მიაღწია. მათგან
გამოჯანმრთელებულია 1085 პაციენტი, რაც ნიშნავს იმას რომ ქვეყანაში
ბოლო 24 საათში Covid-19-გან 17 პირი გამოჯანმრთელდა.
ინფიქციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას
განცხადებით, Covid-19-ის 23 ახალი შემთხვევიდან ექვსი პაციენტის
ინფიცირების წყარო სოფელი ლენჯერია.
''23 ახალი შემთხვევა შემდეგნაირად ნაწილდება: ექვსი პაციენტის
ინფიცირების წყარო გახლავთ ლენჯერი, 11 პაციენტის წყარო არის
დაასტურებულებთან კონტაქტი, ორი შემოტანილი შემთხვევაა და ორივე
ინფიცირებული სატვირთო მანქანის მძღოლია. ერთი სამედიცინო პერსონალია,
სამ პაციენტზე კი ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს კონტაქტებისა
და წყაროს მოძიებით,”-ამბობს ეზუგბაია.
ამ დროისთვის საქართველოში ვირუსით გარდაიცვლილია 17 ადამიანი.
მთავრობის მიერ შექმნილი საიტის stopcov.ge-ის ცნობით, კარანტინის
რეჟიმში 7635 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 334
პაციენტია.
სტატიის გამოყენების პირობები