COVID-19
24 აგვისტო: საქართველოში კორონავირუსის ახალი 10 შემთხვევა გამოვლინდა
24 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 5-ით გაიზარდა.

ჯამში დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 1 421 გახდა. ხოლო გამოჯანმრთელებულის - 1137.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7005 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 255.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები