ახალი ამბები
ხანგრძლივობა მაქსიმუმ 3 საათი, დასხდომა 1 სკამის გამოკლებით - თეატრები 1-ელი ოქტომბრიდან გაიხსნება
მაყურებლები დარბაზში უნდა დასხდნენ ერთი სკამის გამოკლებით.2020 წლის 1-ელი ოქტომბრიდან თეატრებში მუშაობა განახლდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

დადგინდა ის რეგულაციები, რომლითა თეატრის ადმინისტრაციამ უნდა იხელმძღვანელოს. მაყურებელს თეატრის შენობაში მაქსიმუმ 3 საათი შეუძლია ყოფნა, სპექტაკლმა კი, ანტრაქტის გარეშე უნდა ჩაიაროს.

გარდა ამისა, მაყურებლები დარბაზში უნდა დასხდნენ იმდაგვარად, რომ მათ შორის ერთი სკამი იყო ცარიელი.

"ზოგადი მოთხოვნები, რაც შეეხება სკრინიგის და სადეზინფექციო სამუშაობის განხორციელებას, რჩება უცვლელი. 5 კვ.მ-ზე იქნება ერთი ადამიანის დაშვება, ასევე, თეატრში, ზედა ზღვარი, თუ რა ოდენობით უნდა განისაზღვროს, ეს არის 3 საათი, ეს მოიცავს, როგორც მომხმარებლის შესვლის, ასევე შენობის დატოვების პროცესს და ღონისძიებები უნდა გაიმართოს უწყვეტად, ანტრაქტის გარეშე. შესაბამისი პროცედურებია ასევე განსაზღვრული სადენზინფექციო სამუშაოების მიმართ. დაშვება მოხდება პირბადით და თითო სკამის გამოტოვებით მოხდება ადამიანების განთავსება",- განაცხადა შრომის ინსპექციის დეპარტმანეტის უფროსმა ბექა ფერაძემ.

კორონავირუსის პანდემიის გამო, თეატრებში მუშაობა 2020 წლის მარტიდან შეწყდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები