ახალი ამბები
გორის სოფელ ქიწნისის მეურნეობის შესასვლელში საკარანტინო პუნქტი განთავსდა
გორის სოფელ ქიწნისის შესასვლელში საკარანტინო პუნქტი განთავსდა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მოსახლეობას ტესტირება და თერმოსკრინინგი უტარდებათ.

"კორონავირუსის პრევენციის გავრცელების პრევენცის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის, ასევე, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდისა და ჩახაკაურას საჯარო სკოლებში სწავლა 1-ელ ოქტომბრამდე, დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება,. ამასთან, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ყველა შემსვლელი და გამსვლელი დაექვემდებარება ტესტირებას და თერმოსკრინინგს", - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა.

ქიწნისის სკოლაში 15 სექტემბერს სწავლა ონლაინ რეჟიმში დაიწყება.

შეგახსენებთ, 13 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 8 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 6 სოფელ ქიწნისის მეურნეობაშია დაინფიცირებული, დანარჩენი ორი - წითელუბანში. შიდა ქართლში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა ქარელის სოფელ კლდუში დადასტურდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები