COVID-19
22 სექტემბერი: საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

აქედან აჭარაში - 137, თბილისში - 47, სამეგრელო-ზემო სვანეთში-6, იმერეთში-26, გურიაში კი 2 ახალი შემთხვევა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3 913 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 40-ით გაიზარდა და 1 574-ს შეადგენს.​

კორონავირუსის შედეგად, დღეს ქვეყანაში კიდევ ორი პაციენტი გარადიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 22-ს შეადგენს.

დღეს კოვიდინფიცირებული 2 პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ და ქუთაისის "ბომონდის" საავადმყოფოში გარდაიცვალა.

72 წლის მამაკაცს ინსულტი ჰქონდა. ის სხვა კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს და რესპუბლიკურში მას შემდეგ გადმოიყვანეს, რაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

რაც შეეხება ქუთაისის კლინიკაში გარდაცვლილ ასაკოვან ქალს, მას რამდენიმე თანმდევი დაავადება ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 988 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები