ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 1-ელი შემთხვევა დადასტურდა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 1-ელი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი" ავრცელებს.

დე-ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა რუსეთთან საზღვრის გახსნას უკავშირდება. როკის გვირაბი 2020 წლის 15 სექტემბერს გაიხსნა.

რაც შეეხება დაინფიცირებულ მამაკაცს, ის სოფელ წინაგარაში ცხოვრობს. წინაგარა ახალგორის რაიონს ეკუთვნის და გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების სოფლებს: ხურვალეთსა და ყარაფილას ემიჯნება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები