ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსით 28-ე პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით 28-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაცია ავრცელებს.

გარდაცვლილია 59 წლის ასაკი ქალი, რომელიც კლინიკაში ბათუმიდან რამდენიმე დღის წინ  მიიყვანეს. კლინიკის წარმომადგენლის ინფორმაციით, ქალის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და მას თანმდევი დაავადებები, ასევე ორმხრივი პნევმონია ქონდა.

საქართველოში კორონავირუსით 28 პაციენტია გარდაცვლილი.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 4 960 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი, 60-ით გაიზარდა და 1 819-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 27 ადამიანია გარდაცვლილი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 584 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი. კოვიდსასტუმროებში იმყოფება 781 მოქალაქე.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

გუშინ, 25 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 265 შემთხვევა დაფიქსირდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები