ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა
რაოდენობა 294 -ით გაიზარდა და 5254 გახდა, ამის შესახებ ინფექციური
საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა
ენდელაძემ განაცხადა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან
კიდევ 87 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მათი რაოდენობა 1906-ს
შეადგენს.
"კვლავ აჭარა ლიდერობს, 66% აჭარიდანაა, შემდგომ მოდის თბილისი 15%,
გურიაში 16 ახალი პაციენტია, იმერეთში 14, სამეგრელო ზემო სვანეთში
11, სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში 5-5 პაციენტი. სულ ეს არის
დღევანდელი მონაცემები,"- განაცხადა მარინა ენდელაძემ.
კარანტინის რეჟიმშია 5674 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ - 836 პირი. კოვიდ სასტუმროებში კი ამ დროისთვის 800 ადამიანია
მოთავსებული.
ქვეყანაში კორონავირუსით 28 ადამიანი გარდაიცვალა.
სტატიის გამოყენების პირობები